დღეს, 7 დეკემბერს, ბრაზილიის სერია A-ს 38-ე ტურში, სან პაულუს „პალმეირასმა“ „კრუზეირუსან“ გასვლით მატჩში ფრედ ითამაშა (1:1) და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ახლა „პალმეირასს“ 70 ქულა აქვს, უახლოეს მდევარ „გრემიოს“ კი - 68.
მადრიდის „რეალის" მომავალმა ახალწვეულმა, თავდამსხმელმა ენდრიკმა „პალმეირასს" გოლი 21-ე წუთზე გაუტანა. ანგარიში 80-ე წუთზე სტუმართა მცველმა ნიკანმა გაათანაბრა.
„პალმეირასი“ ბრაზილიის ჩემპიონი ისტორიაში მეთორმეტედ გახდა.