გერმანიის თასზე „ზაარბრიუკენმა“ მორიგი სენსაცია შემოგვთავაზა. გერმანიის მესამე ლიგის ბინადარმა წინა ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნი“ დაამარცხა, ახლა კი ასპარეზობას „აინტრახტიც“ გამოთიშა.
„ზაარბრიუკენმა“ მეორე ტაიმში ბრუნკერის და კერბერის გოლებით ფრანკფურტულ გუნდს 2:0 აჯობა.
შედეგად, გერმანიის თასის მეოთხედფინალში გავიდა მე-3 ლიგის გუნდი, რომელმაც გზიდან „ბაიერნი“ და „აინტრახტი“ ჩამოიცილა...
მეოთხედფინალში „ზაარბრიუკენის“ გარდა, „გლადბახი“, „ზანკტ პაული“, „კაიზერსლაუტერნი“, „დიუსელდორფი“, „ლევერკუზენი“, "შტუტგარტი" და "ჰერტა" ითამაშებენ.