„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ლუჩანო სპალეტის საჯაროდ მადლობა გადაუხადა გასულ სეზონში მოგებული ტიტულისთვის.
როგორც დე ლაურენტისმა აღნიშნა, მას სკუდეტოს მოგება ყოველ წელს სურს, მაგრამ ნეაპოლიტანელობა უკვე გამარჯვებას ნიშნავს...
„პირველ რიგში, მინდა სპალეტის მადლობა გადავუხადო, რადგან ისეთი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება მოახერხა, რაც ცოტას თუ გაუკეთებია. სპალეტის პირველი სეზონის ბოლოს 6 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავუშვით და ისინი შევცვალეთ. ცხადია, იყო გარკვეული ეჭვები, ზაფხულში გულშემატკივრები ჩემს წინააღმდეგ იყვნენ. სპალეტის მოახერხა ახალი ფეხბურთელების სწრაფად და საუკეთესოდ ათამაშება. სკუდეტო? „ნაპოლის“ ყოველ წელს სურს სკუდეტოს მოგება, მაგრამ ნეაპოლიტანელობა უკვე ნიშნავს, რომ გამარჯვებული ხარ“, - თქვა დე ლაურენტისმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეგეთი რამე კარგა ხანი არ მოხდება
უნდა დაუფასონ
სპალეტიმ ისეთი რამე გააკეთა, მგონი ეგეთ რამეს სხვა ვერავინ გააკეთებს