ფეხბურთი

19:12 | 6.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

პლეი-აუტში "სპაერი" და "თელავი" დაზავდნენ

საქართველოს ეროვნული ლიგის საგზურისთვის პლეი-აუტში „სპაერი“ და „თელავი“ დაუპირისპირდნენ.

პირველი შეხვედრა ფრედ დასრულდა, შესაბამისად, ყველაფერს საპასუხო მატჩი გაარკვევს.

„სპაერი“, რომელმაც ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე ადგილი დაიკავა, საბა გეგიაძის გოლით 36-ე წუთზე დაწინაურდა და ტაიმი მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში „თელავმა“ ირაკლი რუხაძის გოლით წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 10 დეკემბერს, თელავში გაიმართება და ორი თამაშის ჯამში გამარჯვებულიც გაირკვევა.

„სპაერი“ – „თელავი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 გეგიაძე (36), 1:1 რუხაძე (61)

0.110749