ფეხბურთი

18:46 | 6.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" მირანდასთან შეთანხმებას მიაღწია

„მილანმა“ სევილიის „ბეტისის“ მცველ ხუან მირანდასთან შეთანხმებას მიაღწია. ესპანელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და იტალიაში დიდი ალბათობით გადაბარგდება.

თუმცა, დიდი შანსია მირანდა „მილანში“ არა ზაფხულში, არამედ მანამდე, იანვარშივე გადავიდეს. იტალიელებს ამ შემთხვევაში „ბეტისისთვის“ დაახლოებით 2 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

ხუან მირანდა „ბარსელონას“ აღზრდულია, შემდეგ „შალკეში“ თამაშობდა, ხოლო 2021 წლიდან „ბეტისის“ წევრია. ესპანეთის ნაკრებში მას ერთ მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი.

0.125556