კალათბურთი

23:38 | 5.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის კარგი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, "ტენერიფე" ლატვიაში დამარცხდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად ლატვიურ „რიგასთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 72:77 დამარცხდა.

ესპანელებმა პირველი პერიოდი 9 ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ ლატვიელებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვეს.

გიორგი შერმადინმა 29 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გიორგი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.

„ლენოვო ტენერიფე“ ჯგუფში 3 მოგებით და 2 წაგებით პირველ ადგილზეა, ბოლო ტურში კი 19 დეკემბერს, სტუმრად „შოლეს“ დაუპირისპირდება.

0.114073