ფეხბურთი

21:56 | 5.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

K'varatskheila: ხვიჩას ჯილდოზე გვარი არასწორად დაწერეს

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ დააჯილდოვა, როგორც სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი.

თუმცა, ორგანიზატორებმა შეცდომა დაუშვეს, რადგან ჯილდოზე ქართველი ფეხბურთელის გვარი არასწორად დააწერეს, მით უფრო, რომ ორი შეცდომა დაუშვეს.

ჯილდოზე წერია: Khvicha K’varatskheila. რა თქმა უნდა, გვარში აპოსტროფი ზედმეტია, კვარაცხე-ლიას ნაცვლად კი დააწერეს კვარაცხე-ილა...

ამ ფაქტს გამოეხმაურა იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ძილიანი, რომელმაც ტვიტერში დაწერა, რომ ისინი არ იმსახურებენ ასეთ ფეხბურთელს და ისურვა, რომ ხვიჩა რაც შეიძლება მალე პრემიერლიგაში წავიდეს.

0.127467