„იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეტოქის რიგებიდან ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელია აშინებს.
„მეშინია კვარაცხელიას, რომელიც მგონია, რომ კარგ ფორმაშია. გარდა ამისა, მეშინია ოსიმენის, რომელიც დიდებული ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საუკეთესო ფორმაში არ არის. „ნაპოლი“ ძლიერია და ალეგრის ბიჭებს მეტოქის წინააღმდეგ ყურადღებით თამაში მოუწევს. თუმცა, ვფიქრობ, „იუვე“ ძალიან გაბრაზებული იქნება შარშან ნეაპოლში წაგების გამო“, - აღნიშნა კობოლი ჯილიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 8 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.