მასიმილიანო ალეგრი სერია A-მ ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. „იუვენტუსის“ თავკაცმა ეს ჯილდო მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო.
ნოემბერში „იუვემ“ „ფიორენტინა“ და „კალიარი“ დაამარცხა, ხოლო „ინტერთან“ ფრე ითამაშა.
აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 14 ტურის შემდეგ 33 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ ორი ქულით ჩამორჩება.