ფეხბურთი

11:18 | 5.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ESPN: ჰოლანდი „ტოტენჰემთან“ მატჩში მსაჯის გაკრიტიკებისთვის არ დაისჯება

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სასჯელის თავიდან აცილებას შეძლებს, მსაჯის, საიმონ ჰუპერის კრიტიკისთვის, რომელმაც პრემიერლიგის „ტოტენჰემთან“ (3:3) მე-14 ტურის მატჩში საკამათო გადაწყვეტილება მიიღო - გვამცნობს ESPN.

არც ჰოლანდი და არც სხვა ფეხბურთელი ან „სიტის“ სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელი არ დაისჯებიან მსაჯთან პრეტენზიების გამო.

ხაზგასმულია, რომ ნორვეგიელის მიერ თამაშის შემდეგ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული გზავნილი ასევე არ გამოიწვევს მოთამაშის დისციპლინარულ სანქციას, რადგან ის არ არღვევს , მედიაში კომენტარებისა და სოციალურ ქსელებში აქტივობის შესახებ წესებს.

შეგახსენებთ, რომ იმ ეპიზოდში, 94-ე წუთზე, ჰუპერს თავიდან სურდა ჯარიმის დანიშვნა, მაგრამ ჟესტით მიუთითა, თამაში გაგრძელებულიყო, მაგრამ როგორც კი „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშე ჯეკ გრილიში მეკარესთან პირისპირ გადავიდა, გადაწყვიტა. შეეწყვიტა შეტევა, რათა „ტოტენჰემის“ მცველისთვის, ემერსონ როიალსთვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინა.

საფინალო სასტვენის შემდეგ ჰუპერი „ქალაქელი“ ფეხბურთელების ალყაში მოექცა, ჰოლანდი კი მსაჯთან კამათის გამო გააფრთხილეს.

0.109693