საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, შოტლანდიასთან გასამართი მატჩის წინ, პრესკონფრენციაზე განაცხადა, რომ მომავალი დაპირისპირება არც აუცილებლად მოსაგებ და არც წასაგებ თამაშთა კატეგორიაში შედის.
"საქართველოს ნაკრების მწვრთნელი უკვე ხუთი წელიწადია ვარ და ჩვენ უფრო კარგად მოთამაშე გუნდი გვყავს, ვიდრე შოტლანდიას. ჩვენ თამაშებს შეიძლება ვერ ვიგებთ, მაგრამ არც ჩვენი დამარცხებაა ადვილი. თუ შოტლანდიელები თავდაჯერებულები არიან, ეს მათი პრობლემაა და არა ჩვენი. არ ვფიქრობ, რომ შოტლანდია ძლიერია ესპანეთზე, საფრანგეთზე, ხორვატიაზე, საბერძნეთზე ან ნებისმიერ ნაკრებზე, რომელსაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უთამაშია ან მოუგია. ჩემი მოთამაშეებისგან თავდადებას ველოდები, რათა ყველას დაუმტკიცონ, რომ ჩვენში შეცდნენ. შოტლანდიაში ჩვენზე წერდნენ, რომ მხოლოდ ორი გუნდი, რომელიც ფინალურ ეტაპზე ვერ იასპარეზებს, საქართველო და გიბრალტარია. ეს მათი შეხედულებაა." - განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.
"ჯვაროსნების" თავკაცმა პრესკონფერენციაზე საქართველოს შანსებსა და საკუთარ მომავალზეც ისაუბრა: "ეს არაა არც აუცილებლად მოსაგები თამაში, მაგრამ ესაა თამაში, რომლის წაგებაც არ შეიძლება. რაც შეეხება ჩემი ნაკრებიდან წასვლას, ამ თემაზე ბევრი რამ მოვისმინე. ირლანდიასთან წაგებული დაპირისპირების შემდეგ ვთქვი, რომ თუ მომდევნო ორ თამაშში დადებით შედეგს ვერ მივაღწევდით, შესაძლოა ნაკრებიდან წასვლის დრო დამიდგეს. ჩემთვის კი არავის უთქვამს, რომ ეს ჩემი ბოლო თამაშია."
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა შორის დღეს გლაზგოში “აიბროქსზე” თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირიდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.