ფეხბურთი

2:49 | 5.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია A-ს სეზონის ფეხბურთელად ოსიმენი დაასახელა

იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (AIC) სერია A-ს 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ვიქტორ ოსიმენი დაასახელა.

გალადაჯილდოება დღეს, მილანში გაიმართა, სადაც გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში, ასევე ბერგამოს „ატალანტასთან“ მის მიერ გატანილი გოლი, სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა.

სეზონის სიმბოლურ ნაკრები და ნომინაციების გამარჯვებულების სია:

მეკარე: მაიკ მენიო (მილანი)

მცველები: ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), კიმ მინ-ჯე (ნაპოლი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ტეო ერნანდესი (მილანი)

ნახევარმცველები: ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი), ნიკოლო ბარელა (ინტერი)

თავდამსხმელები: რაფაელ ლეაუ (მილანი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

წლის საუკეთესო მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

წლის საუკეთესო გუნდი: „ნაპოლი“

სეზონის საუკეთესო მსაჯი: დანიელე ორსატო

წლის საუკეთესო გოლი: ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“

ლეგენდის ჯილდო: ჯანლუიჯი ბუფონი

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ჯერ კიდევ ივნისში, უშუალოდ სერია A-მ დაასახელა, ხოლო ფეხბურთელთა ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ საუკეთესოს ჯილდოს უფრო ოსიმენი იმსახურებდა. აქვე გეტყვით, რომ სერია A და ფეხბურთელთა ასოციაცია სხვადასხვა ორგანიზაციებია. შესაბამისად, კვარაცხელიაც და ოსიმენიც არიან გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეები, ოღონდ ერთი სერია A-ს ვერსიით, მეორე - ფეხბურთელთა ასოციაციის.

0.113234