ფეხბურთი

22:36 | 4.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე (+VIDEO)

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში უზბეკური „ნასაფი“ სტუმრად კატარულ „ალ-სადს“ დაუზავდა (2:2), ჯაბა ჯიღაურმა კი დუბლი შეასრულა.

უზბეკები მეხუთე წუთიდან მოყოლებული აგებდნენ, ჯიღაური კი თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. ქართველმა ნახევარმცველმა 83-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, 10 წუთში დუბლი შეასრულა და „ნასაფი“ დააწინაურა, მაგრამ ერთ წუთში მასპინძლებმა გაათანაბრეს - 2:2.

31 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ეს პირველი გოლები იყო. „ნასაფმა“ ჯგუფში 11 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

0.116525