ფეხბურთი

17:32 | 4.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს

საქართველოს ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაშია.

საუკეთესო ფეხბურთელად ჯოვინო ფლამარიონი დასახელდა, რომელსაც ასევე ერგო პრიზი ბომბარდირობისა და საუკეთესო თავდამსხმელის ნომინაციაში.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯოვინო (დინამო ბათუმი)

საუკეთესო გოლის ავტორი: ცოტნე ფაცაცია (დინამო ბათუმი)

საუკეთესო მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო (დინამო ბათუმი)

საუკეთესო ბომბარდირები 17-17 გოლი: ჯოვინო (დინამო ბათუმი), ზორან მარუშიჩი (დინამო თბილისი), ზურაბ მუსელიანი (გაგრა)

საუკეთესო თავდამსხმელი: ჯოვინო (დინამო ბათუმი)

საუკეთესო ნახევარმცველი: გიორგი არაბიძე (ტორპედო)

საუკეთესო მცველი: მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი)

საუკეთესო მეკარე: გიორგი ლორია (დინამო თბილისი)

სეზონის სიმბოლური ნაკრები ასეთია:

მეკარე: გიორგი ლორია (დინამო თბილისი)

მცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ლაშა შერგელაშვილი (ტორპედო)

ნახევარმცველები: მერაბ გიგაური (ტორპედო), გიორგი ზარია (დინამო ბათუმი), გიორგი არაბიძე (ტორპედო)

თავდამსხმელები: პაატა ღუდუშაური (დინამო ბათუმი), დავით სხირტლაძე (დინამო თბილისი), ჯოვინო (დინამო ბათუმი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ გახდა, კონფერენს ლიგაზე გავიდნენ „დინამო თბილისი“ და „ტორპედო“, ეს საგზური ერგება „დილას“ ან „საბურთალოსაც“, გააჩნია, როგორ დასრულდება საქართველოს თასის ფინალი.

ქვედა ლიგაში გავარდა „შუქურა“, პლეი-აუტში ითამაშებენ „სპაერი“ – „თელავი“ და „გარეჯი“ – „სამტრედია“, ხოლო ეროვნულ ლიგას ფოთის „კოლხეთი“ დაუბრუნდა.

0.122292