ფეხბურთი

14:04 | 4.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცო: "უნდა გავაგრძელოთ მუშაობა სწორ გზაზე დასაბრუნებლად"

„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ „ინტერთან“ მატჩის (0:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კარგად ითამაშეს და არ გაუმართლათ.

„მოედნიდან მომეჩვენა, რომ ლობოტკაზე ჯარიმა იყო. შემდეგ ვიდეო ვნახე და იმავეს ვფიქრობ. ოსიმენზე პენალტის ეპიზოდი ჯერ არ მინახავს, მაგრამ ამ ტიპის მატჩებში, თითოეული დეტალი გადამწყვეტია. არ ვართ კმაყოფილი ამ სიტუაციით, რადგან დავზარალდით.

ზოგადი თვალსაზრისით კარგად ვითამაშეთ, არ გაგვიმართლა და შეგვეძლო შეტევის ფაზაში უფრო სახიფათო ვყოფილიყავით. შემდეგ ანგარიშში ჩამოვრჩით და ადვილი არ არის ქამბექი გუნდთან, რომელიც ამჟამად პირველ ადგილზეა. დადებითი მხარე ისაა, რომ კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად გოლი ვერ გავიტანეთ. გუნდი აჩვენებს, რომ რეაგირების უნარი აქვს და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა სწორ გზაზე დაბრუნება შევძლოთ“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 24 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს „რომასთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 8 დეკემბერს, „იუვენტუსს“ ესტუმრება.

0.119772