რაგბის განვითარებისა და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის ფონზე, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბში, ასევე თამაშის მომსახურე პერსონალსა და მსაჯებისთვის აუდიო-სისტემების შეძენის აუცილებლობა გაჩნდა.
ძიების პროცესში კომპანია DTECH-მა რაგბის კავშირს არა მხოლოდ საჭირო აპარატურის მიწოდების, არამედ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას დაპირდა.
შეირჩა მოცემული მომენტისთვის საუკეთესო ფრანგული პროდუქცია, უმაღლესი ხარისხის Vogo Group-ის აუდიო სისტემები და სხვა საჭირო აპარატურა, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის მსაჯებს კომპანია DTECH-მა საჩუქრად გადასცა.
მსაჯებს ჩაუტარდათ ტრენინგი, გაეცნენ ახალი აპარატურის მუშაობის ძირითად პრინციპებს და მას უკვე აქტიურად იყენებენ დიდი 10-ის და საქართველოში გამართულ საერთაშორისო შეხვედრებში.
საბა აბულაშვილი (საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი): „დიდი მადლობა DTECH-ს, რომელმაც უმაღლესი დონის პროფესიონალური სამსაჯო აპარატურის სრული კომპლექტი გადმოგვცა და ამით საქმე გაგვიიოლა. მანამდე ძალიან გვიჭირდა, რადგან ქარის, უამინდობის, ან სავსე ტრიბუნების შემთხვევაში მთავარი მსაჯის ხმა არ ისმოდა, vogo-ს აპარატურა კი მხოლოდ ჩვენს ხმაზე რეაგირებს. გადმოგვეცა ორი კომპლექტი, რომელსაც საქართველოში გამართულ საერთაშორისო შეხვედრებსა და დიდი 10-ის მატჩებში ვიყენებთ. ვიმედოვნებ თანამშრომლობა გაგრძელდება და სამომავლოდ ეს აპარატურა ყველა თამაშზე გვექნება“.
RUGBY.GE