სხვა

0:11 | 4.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცხოვრებაძემ ბუნდესლიგის მე-15 ტურში 8 გოლი გაიტანა

გერმანიის ხელბურთის ჩემპიონატში (ბუნდესლიგა) გიორგი ცხოვრებაძემ მორიგი კარგი თამაში ჩაატარა.

მე-15 ტურში ქართველის „გუმერსხბახი“ სტუმრად „მაგდებურგთან“ 30:32 დამარცხდა, მაგრამ გიორგიმ წაგებისგან თავიდან ასარიდებლად ყველაფერი გაიღო. მან მეტოქის კარში 8 გოლი გაიტანა და თანაგუნდელთა შორის ყველაზე შედეგიანიც იყო. თუმცა, მისმა გუნდმა ზედიზედ მესამედ წააგო.

„გუმერსბახი“ 6 მოგებით, 2 ფრით და 7 წაგებით სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციას იკავებს.

0.118527