ფეხბურთი

22:43 | 3.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სიტის" ზედიზედ მესამე ფრე: "ტოტენჰემმა" მანჩესტერიდან ქულა ბოლო წუთზე წაიღო

„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგაში ზედიზედ მესამედ ვერ მოიგო და სატურნირო ცხრილში პოზიცია დათმო.

პეპ გვარდიოლას გუნდმა შინ „ტოტენჰემს“ ვერ აჯობა, რომელიც „ეტიჰად სთედიუმს“ 3-მატჩიანი წაგებების სერიით ესტუმრა. საწყის 9 წუთში ჰონ-მინ სონმა ორი გოლი გაიტანა, თუმცა ჯერ მეტოქის და მერე საკუთარ კარში - 1:1.

პირველ ტაიმში ფილ ფოდენმა „ქალაქელები“ წინ გაიყვანა, მაგრამ 69-ე წუთზე ჯოვანი ლო სელსომ წონასწორობა აღადგინა. „სიტიმ“ მაინც გაიწია მოგებაზე, რადგან ბისუმას შეცდომის შედეგად გრილიშმა გაიტანა 81-ე წუთზე.

თუმცა „ტოტენჰემი“ არ დანებდა, რაც დაუფასდა 90-ე წუთზე დეიან კულუშევსკიმ თავით გაიტანა და თავისი გუნდი ზედიზედ მეოთხე მარცხისგან გადაარჩინა.

„მანჩესტერ სიტი“ 30 ქულით მესამე ადგილზე დაქვეითდა, უკვე ჩამორჩება არა მარტო „არსენალს“, არამედ „ლივერპულსაც“, ხოლო „ტოტენჰემი“ 27 ქულით მეხუთე ადგილზეა.

„მანჩესტერ სიტი“ – „ტოტენჰემი“ 3:3 (2:1)

გოლები: 0:1 სონი (6), 1:1 სონი (9. საკ.კარში), 2:1 ფოდენი (31), 2:2 ლო სელსო (69), 3:2 გრილიში (81), 3:3 კულუშევსკი (90)

0.147672