ნიქოზიის „აპოელმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში „დოქსა“ 5:0 დაამარცხა, რაშიც წვლილი გიორგი ქვილითაიამ გოლით შეიტანა.
ქართველმა თავდამსხმელმა 69-ე წუთიდან ითამაშა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე კი ლამაზი გოლი გაიტანა. გიორგიმ ვარდნაში ერთი შეხებით დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ქვილითაიას აქტივში 9 შეხვედრაში 3 გოლია.
„აპოელი“ სატურნირო ცხრილში ლიდერობას „პაფოსთან“ ერთად იყოფს 29 ქულით, მომდევნო შეხვედრას კი 9 დეკემბერს, შინ „ზაკაკიუსთან“ ჩაატარებს.