ფეხბურთი

21:23 | 3.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "კარგ ფორმაში ვარ და ვფიქრობ, მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებ"

„კარლსრუეს“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ „ჰანზასთან“ მატჩის (2:2) შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს.

„დაბნეულები ვიყავით, მაგრამ ქულა მაინც მოვიპოვეთ. თავიდან არ ვიყავით აგრესიულები და შეტევაში ძალიან ნელა ვთამაშობდით. რა თქმა უნდა, მეტი მინდა, შეცვლაზე შესვლა უფრო რთულია, ვიდრე ძირითადიდან დაწყება. არ არის ადვილი შეცვლაზე შესვლა და გოლის გატანა, მაგრამ ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვარ. კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს ვიმსახურებ“, - თქვა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, ზივზივაძემ გასულ ტურში „ნიურნბერგთან“ 10 წუთში დუბლი შეასრულა. ასე რომ, ბოლო ორ ტურში მან 40 წუთში მეტოქეთა კარი სამჯერ დალაშქრა და ჩინებულ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში 29 წლის შემტევს 14 შეხვედრაში 4 გოლი აქვს აქტივში, გერმანულ კარიერაში კი სულ - 5.

„კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგაში 17 ქულით მე-14 პოზიციაზეა, 8 დეკემბერს კი, „ჰანოვერს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110155