რაგბი

20:10 | 3.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცა | მეორე ადგილი დუბაიში

საქართველოს განვითარებადმა 7-კაცა ნაკრებმა დუბაის საერთაშორისო წვეული (International Invitation Men) ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.

ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა დუბაიში გამართული 6 თამაშიდან 4 მოიგეს, ჯგუფურ ეტაპზე ერთი შეხვედრა დათმეს, ფინალი ფრედ დაასრულეს და დამატებით დროში „ოქროს ლელო“ მიიღეს…

მანამდე, თასის ნახევარფინალში განვითარებადი საქართველოს მეტოქე ფრანგული „ფროგი“ იყო. დაძაბულ მატჩში ქართველებმა მეტოქეს ერთით მეტი გარდასახული ლელო გაუტანეს – 24:17. ჩვენი მხრიდან თავი ნიკა რეხვიაშვილმა, საბა არჩვაძემ, გაგა ქევხიშვილმა და სერგი ჩხაიძემ გამოიჩინეს.

ფინალში განვითარებად გერმანიას შევხვდით, რომელმაც ნახევარფინალში ირლანდიას სძლია. ძირითადი დრო ფრედ 12:12 დასრულდა და მეტოქემ გამარჯვება დამატებით დროში მოიპოვა. ქართველთა მხრიდან ლელოები ლუკა ალიბეგაშვილმა და გაგა ქევხიშვილმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა ფინალში ყვითელი ბარათი სამ ქართველ მოთამაშეს აჩვენა და ფაქტობრივად მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლული დაგვტოვა. ჩვენი გუნდი 12:5 იგებდა, თუმცა მეტოქემ ბოლო წუთზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება და თამაშის დამატებით დროში გადაყვანა.

საქართველოს 7-კაცა დუბაიში: ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, ირაკლი სიმსივე, იაგო გელაძე, დავით კენჭოშვილი, სოსო მათიაშვილი, გიორგი კოშაძე, სერგი ჩხაიძე, საბა არჩვაძე, რომა მახათაძე, ლუკა ალიბეგაშვილი, გაგა ქევხიშვილი, ოთარ მეტრეველი.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

RUGBY.GE

0.117701