ფეხბურთი

15:52 | 3.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "ოსიმენის დაბრუნება კვარაცხელიას მეტ თავისუფლებას მისცემს"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „ნაპოლი“ – „ინტერის“ მატჩზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ვიქტორ ოსიმენის დაბრუნება ხვიჩა კვარაცხელიასთვისაც კარგია, რადგან უფრო თავისუფალი იქნება.

"ოსიმენის გამოჯანმრთელებამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს, როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ტექნიკურ დონეზე "ნაპოლის" სასარგებლოდ. თუ ცუდ სიტუაციაში ხარ, ის აძლევს გუნდს სიღრმეს, გადასცემს კონკურენტულ სულისკვეთებას, და ბრძოლის სურვილს. ეს მაძარისა და მისი გუნდის მოთამაშეებისთვის პლუსია. გარდა ამისა, ჩემი აზრით, მოედანზე ოსიმენი ათავისუფლებს კვარას მეტი პასუხისმგებლობისგან, რადგან როცა ის არ არის მოედანზე, მეტოქეების მთელი ყურადღება ქართველზე გადადის. ასე რომ კვარაცხელიას შეუძლია. ცოტა თავისუფალი იყოს მენტალურად მოწინააღმდეგეების ზეწოლისგან, რომლებსაც ამ დროს ორი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი: პირველი, ცხადია, არის ქართველისთვის მაქსიმალური ყურადღების მიქცევა და რაც შეიძლება მეტი ორმაგი მეურვეობა, მეორე კი ოსიმენის გაკონტროლება“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ინტერის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095242