ფეხბურთი

10:25 | 3.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

პანდევი: "ვერასოდეს წარმოვიდგენდი, იტალიაში პირველ სეზონში კვარასნაირად ვინმე თუ ითამაშებდა"

ვეტერანმა ფეხბურთელმა გორან პანდევმა „ნაპოლი“ – „ინტერი“ მატჩის წინ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. ჩრდილომაკედონიელმა, რომელსაც ორივე გუნდში უთამაშია, ხვიჩა კვარაცხელიასა და მარკუს ტურამზეც გააკეთა კომენტარი.

„ლაუტარო და ოსიმენი საუკეთესოები არიან, მაგრამ მათ კვარაცხელია და ტურამი არაფრით ჩამოუვარდებიან. ისინი არიან ჩემპიონები, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ გადამწყვეტი მოქმედების შესრულება. ხვიჩა ადასტურებს იმას, რასაც გასულ სეზონში აკეთებდა, ხოლო ფრანგმა გამაკვირვა: ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ იტალიაში პირველ წელს ისეთი გავლენა ვინმეს თუ ექნებოდა, როგორიც კვარას გასულ სეზონში ჰქონდა, მაგრამ ტურამიც თავის პირველ სეზონში მასავით ბრწყინავს“, - თქვა პანდევმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ინტერის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.116708