კალათბურთი

2:20 | 3.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მარცხი ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-12 ტურში „ლენოვო ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე „ობრადოიროსთან“ 87:92 დამარცხდა.

კანარიელებმა პირველი ტაიმი 11 ქულით მოიგეს, მაგრამ ეს უპირატესობა მეორე ნახევარში გაანიავეს და მარცხიც განიცადეს.

გიორგი შერმადინმა 20:26 წუთში 11 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

„ლენოვო ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 6 მოგებით და 6 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 დეკემბერს, „ბასკონიას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122218