იტალიის ნაკრები ევრო 2024-ზე მოქმედი ჩემპიონის რანგში და ტიტულის დასაცავად ითამაშეს, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე უმძიმეს ჯგუფში მოხვდა.
იტალიის მეტოქეები ესპანეთი, ხორვატია და ალბანეთი იქნებიან. წილისყრა ლუჩანო სპალეტიმ შეაფასა, რომელიც კმაყოფილი აშკარად არ იყო.
„ჩვენთვის უკეთესი წილისყრა შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ იტალია ვართ, ვიცით, რომ ახლა სწრაფი ნაბიჯებით უნდა გავიზარდოთ. ძლიერი მეტოქეები გვეყოლება, თუმცა, ყველას წინააღმდეგ სიამაყით უნდა ვითამაშოთ.
აუცილებელია კომპაქტური გუნდი ვიყოთ. ჩემი აზრით, გვაქვს მომატების შესაძლებლობა. ეს დრო კარგად უნდა გამოვიყენო, მინდა ვისაუბრო ბიჭებთან, რათა ნაკრების ატმოსფერო კლუბის ატმოსფეროდ ვაქციო“, - თქვა სპალეტიმ.