ფეხბურთი

16:34 | 2.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფოთის "კოლხეთი" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

ფოთის „კოლხეთი“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. დავით კვირკველიას გუნდმა ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ „გარეჯთან“ სასურველ შედეგს მიაღწია.

ფოთელებს ფრეც აწყობდათ, საგარეჯოელებს მხოლოდ მოგება. მე-19 წუთზე დათა სიჭინავამ საჯარიმო დარტყმით სტუმრები დააწინაურა, რასაც მატჩის მიწურულს გიორგი პაპუაშვილმა უპასუხა და ფრე - 1:1. აღსანიშნავია, რომ „გარეჯს“ ბოლოს მოგებაც შეეძლო, მაგრამ სტუმრები ხარიხამ გადაარჩინა.

საბოლოოდ, ფოთის „კოლხეთმა“ 77 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ეროვნულ ლიგაში 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. „გარეჯი“ 76 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა, მაგრამ პლეი-ოფში ექნება აღზევების შანსი, სადაც ორმატჩიან დუელში „სამტრედიას“ დაუპირისპირდება.

მესამე ადგილი დაიკავა „სპაერმა“, რომელიც პლეი-ოფში „თელავთან“ იბრძოლებს.

მესამე ლიგაში გავარდნენ თბილისის „მერანი“ და მარტვილის „მერანი“, პლეი-ოფში გადასარჩენად ითამაშებენ თბილისის „ლოკომოტივი“ და ხობის „კოლხეთი“.

„გარეჯი“ – „კოლხეთი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 სიჭინავა (19), 1:1 პაპუაშვილი (86)

„კოლხეთი ხობი“ – „ვიტ ჯორჯია“ 1:1

„მერანი მარტვილი“ – „დინამო თბილისი 2“ 2:2

„სპაერი“ – „სიონი“ 2:1

0.122739