ფეხბურთი

18:20 | 2.12.2023 | ნანახია 0 - ჯერ

რაბიომ გალიარდინის პროვოკაციას უპასუხა: "ერთი რაღაც ყოველთვის დაიმახსოვრე"

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში „იუვენტუსმა“ „მონცა“ 2:1 დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ტურინელები 91-ე წუთამდე ისე იგებდნენ, რომ მეტოქეს კარში არ დაარტყმევინეს, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე გაუშვეს. „მონცას“ ფეხბურთელმა რობერტო გალიარდინიმ გოლი ადრიენ რაბიოს წინაშე პროვოკაციულად აღნიშნა და მას დასცინა.

თუმცა, 2 წუთის შემდეგ სწორედ რაბიოს შესანიშნავი თამაშის წყალობით „იუვემ“ მეორე გოლი გაიტანა, რომელიც ფედერიკო გატის ანგარიშზეა და გამარჯვება მოიპოვა. ფრანგმა ნახევარმცველმა გალიარდინის მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელით უპასუხა პროვოკაციულ ქცევაზე:

„ყოველთვის ისწავლე თავმდაბლობა, რადგან მანამ, სანამ მსაჯი მატჩის დასასრულის ნიშნად არ დასტვენს, ყველაფერი შესაძლებელია. ეს დაიმახსოვრე“, - დაწერა რაბიომ პოსტზე, რომელზეც გალიარდინი მონიშნა და ტვინის ემოჯიც დაურთო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.063907