ფეხბურთი

11:32 | 2.12.2023 | ნანახია 303 - ჯერ

ტოტი: "სპალეტის შეუძლია იტალიის ნაკრებში დიდი საქმეები გააკეთოს"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ ლუჩანო სპალეტიზე ისაუბრა, რომელსაც ცოტა ხნის წინ შეურიგდა.

როგორც ტოტიმ აღნიშნა, სპალეტის შეუძლია იტალიის ნაკრები დიდ წარმატებამდე მიიყვანოს:

„სპალეტის შეუძლია იტალიის ნაკრებს ბევრი რამ მისცეს, ის იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და შეუძლია დიდი საქმეების გაკეთება. იტალიის ნაკრებს ყველანი ვგულშემატკივრობთ ევროპის ჩემპიონატზე და მოუთმენლად ველით ამ ტურნირს“, - თქვა ტოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტი და ლუჩანო სპალეტი ერთად „რომაში“ მუშაობდნენ, სადაც მათი ურთიერთობა კონფლიქტით დასრულდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ საჯაროდ შერიგდნენ.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:24 | 06.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

სხვა ჯგუფებიც საინტერესოა

07:22 | 06.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ჯგუფი კი ძაან რთულია მაგრამ ვნახოთ რა იქნება

20:23 | 04.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ავათ თუ კარგათ ევროპაზე გაიყვანა ნაკრები, დანარჩენს კი ვნახავთ

20:22 | 04.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ვნახოთ რა იქნება

0.115058