საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის ცენტრალურ მატჩში „ალ-ჰილალმა“ „ალ-ნასრი“ 3:0 დაამარცხა.
მატჩის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა. ანგარიში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა გახსნა, ხოლო მატჩის ბოლოს დუბლი მისმა თანამემამულემ, ალეკსანდარ მიტროვიჩმა შეასრულა.
„ალ-ჰილალი“ 41 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „ალ-ნასრს“, რომელსაც აჯობა, უკვე 7 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ „ალ-ჰილალს“ 15 მატჩიდან 13 მოგებული აქვს და ორჯერ ფრეს დასჯერდა.