ფეხბურთი

22:15 | 1.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩირო იმობილე ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

რომის „ლაციოს“ თავდამსხმელი ჩირო იმობილე ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

იტალიელმა ფეხბურთელმა ფილ ფოდენს, ჟოაო მარიოს და ჰაკიმ ზიეშს აჯობა.

იმობილემ გლაზგოს „სელტიკის“ წინააღმდეგ 61-ე წუთიდან ითამაშა და მცირე დროის მიუხედავად დუბლი შეასრულა, რითაც თავის გუნდს 2:0 მოაგებინა.

0.118486