ფეხბურთი

0:45 | 1.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, "სლოვანი" კონფერენს ლიგის პლეი-ოფშია

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ბრატისლავის „სლოვანი“ ითამაშებს, რომელმაც მეხუთე ტურში სტუმრად „კლაკსვიკი“ 2:1 დაამარცხა, რითაც ჯგუფიდან გავიდა.

ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშია და ჯაბა კანკავა 90 წუთი ათამაშა. „სლოვანს“ 10 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა, თუმცა, „ლილის“ გადასწრება ბოლო ტურში გაუჭირდება, რადგან ქულით ნაკლები აქვს, ფრანგები კი შინ „კლაკსვიკს“ ეთამაშებიან და ფავორიტები არიან.

ევროპა ლიგის ჯგუფში ჩარჩა გრაცის „შტურმი“, რომელიც საკუთარ მოედანზე „რაკუვთან“ დამარცხდა (0:1). ავსტრიულ გუნდს ბრძოლა მესამე ადგილისთვის მოუწევს, რაც კონფერენს ლიგაზე გადაიყვანს. ამჟამად, გრაცელებს და „რაკუვს“ 4-4 ქულა აქვთ.

ჩვენთვის კარგი ისაა, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც პოლონურ გუნდთან მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. მან ტრავმა მოირჩინა და სათამაშოდ უკვე მზადაა.

0.156398