“სან ანტონიო სპურსმა” თავის ფრანგ ლეგიონერ ბორის დიაოს კონტრაქტში საინტერესო მუხლი ჩაუდო. თუ დიაო წონაში დაიკლებს კლუბი დაახლოებით 500 000 ამერიკულ დოლარს გადაუხდის. ფრანგი ფორვარდის წონა არ უნდა აღემატებოდეს 115 კილოგრამს 25 ოქტომბრისთვის, “ოლლ სტარის” შემდგომ პერიოდში და პირველი აპრილისთვის. გუნდმა ეს სამი თარიღი იმიტომ გამოყო, რომ დიაო კარგ ფორმაში შეხვდეს NBA-ს დასაწყისს, შემდეგ “ოლლ სტარის” დრო სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა, აპრილში კი უკვე ფლეი-ოფის პერიოდია. – აღნიშნულ ინფორმაციას Espn ავრცელებს.