ფეხბურთი

18:42 | 30.11.2023 | ნანახია 240 - ჯერ

"ლიონიდან" ფაბიო გროსო გაათავისუფლეს

„ლიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფაბიო გროსო გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ფრანგული გუნდიდან გროსოსთან ერთად გაუშვეს მისი შტაბის წევრები. გუნდს დროებით პიერ საჟე უხელმძღვანელებს, მომავალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა.

„ლიონმა“ მიმდინარე სეზონი ლორან ბლანის ხელმძღვანელობით დაიწყო, რომელიც სექტემბერში გროსომ შეცვალა, მაგრამ სამსახურიდან ისიც მალე დაითხოვეს.

„ლიონი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში 7 ქულით ბოლო ადგილზეა და ძალიან ცუდი სეზონი აქვს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:25 | 05.04.2016
capello (261)

აბა ჰე თქვენი იმედი გვაქვს ბიჭებო.ღმერთით ყიფიანი და შენგელია კვადრატში დამდგარიყავით

0.061831
240