ფეხბურთი

18:05 | 30.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების მცირე უკუსვლა ფიფას რეიტინგში

ფიფამ 2023 წლის ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა.

შოტლანდიასთან ფრისა (2:2) და ესპანეთთან წაგების (1:3) შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი რეიტინგში 77-ე ადგილზეა.

...75. ისრაელი - 1323.43 ქულა

76. ჰონდურასი - 1313.8

77. საქართველო - 1312.45

78. სალვადორი - 1306.14

79. ჩინეთი - 1299.49

ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ლუქსემბურგი ფიფას რეიტინგში 83-ე ადგილზეა, ხოლო ფინალის პოტენციური მეტოქეებიდან საბერძნეთი 47-ე საფეხურზეა, ყაზახეთი კი მე-100 პოზიციაზეა.

ფიფას რეიტინგის წლის ბოლო რეიტინგის მოწინავე ათეულში განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა.

1. არგენტინა - 1855.2 ქულა

2. საფრანგეთი - 1845.44

3. ინგლისი - 1800.05

4. ბელგია - 1798.46

5. ბრაზილია - 1784.09

6. ნიდერლანდები - 1745.48

7. პორტუგალია - 1745.06

8. ესპანეთი - 1732.64

9. იტალია - 1718.82

10. ხორვატია - 1717.57

ფიფას რეიტინგი სრულად...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115472