რაგბი

16:25 | 30.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

16 წლამდე გოგონათა ჩემპიონატი თბილისი არენაზე 6 მატჩით დაიწყო

თბილისი არენაზე საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ჩემპიონატი 6 მატჩით დაიწყო. ეს გახლდათ პირველი ტური, რომელშიც ტურნირის მონაწილე 12-ივე გუნდი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ 12 გუნდი საქართველოს 7 ქალაქით არის წარმოდგენილი:

ბასტიონი, დინამო, ელვა, ორბი, მარათონელი (ყველა თბილისი), ჭიათურა, რუსთავი, რუსთავის აკადემია, ქუთაისი, ბათუმი, ზესტაფონი, ხაშური.

რეგულარული ჩემპიონატის 4 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გავა და ნახევარფინალში დაწყვილდება. საუკეთესო კვარტეტი ჩემპიონობისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

0.123547