ფეხბურთი

13:39 | 30.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

თომას მიულერი „კოპენჰაგენთან“ ფრეზე - „გაბრაზებული ვარ“

„ბაიერნის“ ნახევარმცველმა, თომას მიულერმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში „კოპენჰაგენთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შესახებ (0:0) ისაუბრა.

„უკმაყოფილო ვართ თამაშით. მითუმეტეს, როგორც შემტევი მოთამაშე ვბრაზობ, რომ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით, მაგრამ არც ისე ადვილია ასეთი ყრუ დაცვის გარღვევა.

„კოპენჰაგენი“ ამაში კარგია. დანიელებს არ ჰყავთ შემტევი გუნდი, მაგრამ ტაქტიკურად განსწავლულები არიან. ზოგჯერ უნდა გარისკო მაგრამ, ეტყობა ჩვენ არ ვიყავით მზად საკმარისად გასარისკად“, - ციტირებს მიულერის სიტყვებს „ბაიერნის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

ხუთი ტურის შემდეგ „ბაიერნი“ A ჯგუფში 13 ქულით პირველ ადგილზეა.

0.131575