ფეხბურთი

12:54 | 30.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი „სევილიის“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე: „საშინელებაა“

„სევილიის“ მცველმა, სერხიო რამოსმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში პსვ-სთან მარცხზე (2:3) ისაუბრა.

„ჩემპიონთა ლიგა განსხვავებულია, ყველაფერი წვრილმანებით წყდება. ჩვენ ვდომინირებდით, ხელსაყრელი შედეგი გვქონდა და კაცნაკლული რომ არ დავრჩენილიყავით ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ოკამპოსის გაძევებამ დაგვღუპა.

ფანების უკმაყოფილება? ახლა ძნელი სათქმელია, საუკეთესო გზა შედეგის მიღწევაა, რომელიც ახლა არ გვაქვს. ტურნირს გამოვეთიშეთ.

მესმის ხალხის გაბრაზება, თუმცა უნდა განვაგრძოთ თამაში და მომავალ მატჩზე ვიფიქროთ. საშინელებაა, რადგან იშვიათია, გქონდეს შესაძლებლობა დატკბე ამ ტურნირით. გუნდი დღეს საკმაოდ ბევრს აგებს“, - ციტირებს რამოსის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრას „სევილია“ 2:0 იგებდა (პირველი გოლი რამოსმა შეაგდო), მაგრამ პსვ-მ ​​სამი გოლის გატანა და თამაშის შემოტრიალება მოახერხა.

ხუთი ტურის შემდეგ „სევილია“ B ჯგუფში ორი ქულით ბოლო, მეოთხე ადგილზეა „არსენალის“ (12 ქულა), პსვ-ს (8) და „ლანსის“ (5) შემდეგ.

0.116138