ჩემპიონთა ლიგას კიდევ ორი მერვედფინალისტი შეემატა - ლონდონის „არსენალი“ და პსვ ეინდჰოვენი. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი პლეი-ოფში დიდი ხნის შემდეგ გავიდა.
A ჯგუფი
ამ ჯგუფში „მანჩესტერმა“ „გალათასარაისთან“ დღის პირველ მატჩში ორჯერ გაანიავა ორბურთიანი უპირატესობა, ხოლო უმოტივაციო „ბაიერნმა“ შინ „კოპენჰაგენს“ ვერ მოუგო - 0:0.
„ბაიერნი“ პირველ ადგილზე 13 ქულით უკვე გასულია, ხოლო მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა: „გალათასარაის“ და „კოპენჰაგენს“ 5-5 ქულა აქვთ, ხოლო „მანჩესტერს“ – 4. ასე რომ, ბოლო ტურში „კოპენჰაგენი“ – „გალათასარაი“ და „მანჩესტერი“ – „ბაიერნის“ მატჩები ყველაფერს გაარკვევს.
„ბაიერნი“ – „კოპენჰაგენი“ 0:0 (0:0)
1. | ბაიერნი | 5 | 4 | 1 | 0 | 11 | 6 | 5 | 13 |
2. | კოპენჰაგენი | 5 | 1 | 2 | 2 | 7 | 8 | -1 | 5 |
3. | გალათასარი | 5 | 1 | 2 | 2 | 10 | 12 | -2 | 5 |
4. | მანჩესტერი | 5 | 1 | 1 | 3 | 12 | 14 | -2 | 4 |
B ჯგუფი
პსვ ეინდჰოვენმა დღის საწყის შეხვედრაში „სევილიას“ სტუმრად 0:2-დან 3:2 აჯობა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ლონდონის „არსენალმა“ კი ფრანგული „ლანსი“ 6:0 გაანადგურა.
„არსენალმა“ 12 ქულით არამარტო მერვედფინალის საგზური, არამედ პირველი ადგილიც გაინაღდა. პსვ-ს 8 ქულა აქვს და ჯგუფიდან უკვე გავიდა. ბოლო ტურში „ლანსი“ – „სევილიას“ მატჩი გაარკვევს ევროპა ლიგის საგზურის ბედს, ფრანგებს ქულაც ეყოფათ.
„არსენალი“ – „ლანსი“ 6:0 (5:0)
გოლები: 1:0 ჰავერტცი (13), 2:0 გაბრიელ ჟეზუში (21), 3:0 საკა (23), 4:0 გაბრიელ მარტინელი (27), 5:0 ოდეგორი (45), 6:0 ჟორჟინიო (86, პენ)
1. | არსენალი | 5 | 4 | 0 | 1 | 15 | 3 | 12 | 12 |
2. | პსვ ეინდჰოვენი | 5 | 2 | 2 | 1 | 7 | 9 | -2 | 8 |
3. | ლანსი | 5 | 1 | 2 | 2 | 4 | 10 | -6 | 5 |
4. | სევილია | 5 | 0 | 2 | 3 | 6 | 10 | -4 | 2 |
D ჯგუფი
ამ ჯგუფში წინა ტურში გადაწყდა, რომ „სოსიედადი“ და „ინტერი“ მერვედფინალში ითამაშებდნენ. ამიტომაც, ამჯერად გადახალისებული შემადგენლობებით ითამაშეს.
„სოსიედადი“ შინ „ზალცბურგს“ დაუზავდა, ხოლო „ინტერი“ პირველი ტაიმის მერე „ბენფიკასთან“ 0:3 მარცხდებოდა, სხვათა შორის, იტალიური გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა ჟოაო მარიომ ჰეთ-თრიქი შეასრულა. მეორე ნახევარში სიმონე ინძაგის გუნდმა 3 გოლი გაიტანა და ქულა მაინც მოიპოვა.
ბოლო ტურში „ინტერი“ – „სოსიედადის“ მატჩი პირველი ადგილის ბედს გაარკვევს, „ზალცბურგი“ – „ბენფიკას“ დაპირისპირება ევროპა ლიგის ბედს.
„ბენფიკა“ – „ინტერი“ 3:3 (3:0)
გოლები: 1:0 ჟოაო მარიო (5), 2:0 ჟოაო მარიო (13), 3:0 ჟოაო მარიო (34), 3:1 არნაუტოვიჩი (51), 3:2 ფრატეზი (58), 3:3 სანჩესი (72)
„სოსიედადი“ – „ზალცბურგი“ 0:0 (0:0)
1. | სოსიედადი | 5 | 3 | 2 | 0 | 7 | 2 | 5 | 11 |
2. | ინტერი | 5 | 3 | 2 | 0 | 8 | 5 | 3 | 11 |
3. | ზალცბურგი | 5 | 1 | 1 | 3 | 3 | 5 | -2 | 4 |
4. | ბენფიკა | 5 | 0 | 1 | 4 | 4 | 10 | -6 | 1 |