ფეხბურთი

19:04 | 29.11.2023 | ნანახია 642 - ჯერ

"მილანს" სეზონის ბოლომდე მწვრთნელად შევჩენკო შესთავაზეს

„მილანს“ მთავარ მწვრთნელად ანდრეი შევჩენკო შესთავაზეს. ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

„როსონერის“ ბოლო დროს წარუმატებელი შედეგები აქვს, რის გამოც სტეფანო პიოლის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა, კლუბი ჯერჯერობით, გამოცდილ სპეციალისტს ნდობას უცხადებს. მილანური გრანდის ხელმძღვანელობას შევჩენკოს დანიშვნა სეზონის ბოლომდე რამდენიმე შუამავალმა შესთავაზა, მაგრამ „როსონერიში“ უკრაინელის ვარიანტი არ მოსწონთ, ამიტომ, ჯერჯერობით, პიოლი სამსახურს ინარჩუნებს.

ანდრეი შევჩენკო სამწვრთნელო კარიერაში ბოლოს „ჯენოას“ ავარჯიშებდა, მანამდე კი უკრაინის ნაკრების მწვრთნელი იყო, რომელიც 2021 წელს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიყვანა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:47 | 15.07.2018
fidofido (3392)

რამე როიყოს შტეფ ცოტას არ დააკლებ

09:16 | 15.07.2018
sabonis (9584)

მერედა ეს მიუნხენელები თუ ასე გაჟდებოდით ამ კაცზე მანდ არ გყავდათ, ის ტრიპაჩი ლევანდოვსი რომ ამჯობინეთ?დ

08:41 | 15.07.2018
temo11 (1791)

მანჯუ ყველაზე მებრძოლი თავდამსხმელია ჩემი აზრით, აბსოლიტურად ყველგან გხვდება,მოედნის ყველა წერტილში დაა თავდაუზოგავად იბრძვის

06:35 | 15.07.2018
ogafa (10220)

მსოფლიოს მოიგებს

0.066921
642