ფეხბურთი

17:22 | 29.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" ჩაო გამოაკლდა და დაცვის ცენტრში საკადრო პრობლემები აქვს

„მილანს“ კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა - მალიკ ჩაო. გერმანელმა მცველმა ტრავმა „დორტმუნდთან“ მეორე ტაიმის დასაწყისში მიიღო.

სამედიცინო გამოკვლევამ ბარძაყის დაზიანება დაადასტურა, რის გამოც მოედანზე 2024 წლის იანვრამდე ვერ დაბრუნდება. „მილანისთვის“ ეს სერიოზული დანაკლისია, რადგან გარდა იმისა, რომ ჩაო ძირითადი შემადგენლობის წევრია, სტეფანო პიოლის სხვა ცენტრალური მცველებიც ტრავმირებული ჰყავს. პიერ კალულუ მარტამდე ვერ ითამაშებს, მარკო პელეგრინო იანვრამდე, ხოლო სიმონ კიაერის დაზიანება შედარებით მსუბუქია, მაგრამ ამჟამად ისიც ლაზარეთშია.

შესაბამისად, ცენტრალური მცველი „მილანს“ ახლა ჯანმრთელი მხოლოდ ერთი ჰყავს - ფიკაიო ტომორი. ამიტომაც, „დორტმუნდთან“ მას დაცვის ცენტრში ნახევარმცველი რადე კრუნიჩი შეუწყვილდა.

მალიკ ჩაომ მიმდინარე სეზონში „მილანში“ ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

0.130951