ფეხბურთი

16:28 | 29.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ პსჟ-"ნიუკასლის" მსაჯი შეცდომისთვის დასაჯა

უეფამ პსჟ-სა და „ნიუკასლის“ მატჩის VAR-ის მსაჯი, ტომაშ კვიატკოვსკი დასაჯა. რაც იმას ნიშნავს, რომ უეფამ აღიარა არბიტრების შეცდომა.

საქმე ეხება მატჩის ბოლო წუთზე „ნიუკასლის“ კარში დანიშნულ პენალტს, რომელიც თავიდან შიმონ მარჩინიაკმა არ დანიშნა, მაგრამ მას კვიატკოვსკიმ აცნობა, რომ მომენტი უნდა გადაემოწმებინა, რასაც პენალტის დანიშვნა მოჰყვა.

პოლონელმა მსაჯებმა შეცდომა დაუშვეს. კვიატკოვსკის VAR-ის ოთახში „სოსიედადი“ – „ზალცბურგის“ მატჩზეც უნდა ემუშავა, მაგრამ პარიზში დაშვებული შეცდომის შემდეგ უეფამ ის დღევანდელ შეხვედრას ჩამოაშორა. პოლონელი უეფამ გერმანელი მარკო ფრიტცით შეცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109443