„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი მორიგი რეკორდის ავტორი გახდა. ნორვეგიელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 40 გოლი გაიტანა.
აღნიშნულ შედეგს ჰოლანდმა 23 წლისა და 130 დღის ასაკში მიაღწია. საინტერესოა, რომ ჰოლანდს 40 გოლის გასატანად, მხოლოდ 35 მატჩი დასჭირდა, რაც ასევე გამორჩეული შედეგია.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერ სიტი“ „ლაიფციგთან“ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ მეორე ტაიმში გამარჯვება მაინც მოიპოვა (3:2).