ფეხბურთი

2:00 | 29.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგას ოთხი მერვედფინალისტი შეუერთდა

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის პირველმა სათამაშო დღემ კიდევ ოთხი მერვედფინალისტი გამოავლინა - „დორტმუნდი“, „ატლეტიკო“, „ლაციო“ და „ბარსელონა“.

E ჯგუფი

E ჯგუფში რომის „ლაციომ“ ნაადრევ მატჩში „სელტიკი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო შემდეგ როტერდამში, „ფეიენოორდს“ „ატლეტიკომ“ აჯობა, რის შედეგადაც ამ ჯგუფში ყველაფერი დასრულდა.

ბოლო ტურში მხოლოდ პირველი ადგილის ბედია გასარკვევი, რომელიც მადრიდში, „ატლეტიკოსა“ და „ლაციოს“ მატჩში გაირკვევა. „ფეიენოორდი“ ევროპა ლიგაზე გადავა, ხოლო „სელტიკი“ ევროთასების სეზონს ასრულებს.

„ფეიენოორდი“ – „ატლეტიკო“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 გერტრუიდა (14, ა.გ), 0:2 ერმოსო (57), 1:2 ვაიფერი (77), 1:3 ხიმენესი (81, ა.გ)

1. ატლეტიკო 5 3 2 0 15 6 9 11
2. ლაციო 5 3 1 1 7 5 2 10
3. ფეიენოორდი 5 2 0 3 8 8 0 6
4. სელტიკი 5 0 1 4 3 14 -11 1

F ჯგუფი

სიკვდილის ჯგუფში ბოლო ტურის წინ ინტრიგა შენარჩუნდა. „დორტმუნდმა“ მილანში მოიგო, რითაც მერვედფინალის საგზური გაინაღდა. ოლივიე ჟირუმ მე-5 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, რასაც 5 წუთში ზუსტი პენალტით მარკო როისმა უპასუხა. იტალიელებმა პირველ ტაიმში გაათანაბრეს, თუმცა, მეორე ტაიმში „დორტმუნდმა“ მეტოქეს აჯობა და 3:1 მოიგო.

„ბორუსია“ ახლოს იყო ჯგუფში პირველი ადგილიც გაენაღდებინა, მაგრამ პარალელურად, პსჟ-მ „ნიუკასლთან“ ბოლო წუთზე გაათანაბრა. ინგლისელები პარიზში მთელი მატჩის განმავლობაში იგებდნენ, მაგრამ კილიან მბაპემ პარიზელებს ქულა პენალტით გადაურჩინა.

„დორტმუნდი“ გავიდა, მაგრამ ბოლო ტურში პსჟ-სთან შინ ქულა მაინც სჭირდება პირველი ადგილისთვის. პსჟ-ს 7 ქულა აქვს, „ნიუკასლს“ და „მილანს“ 5-5 ქულა გააჩნიათ. ბოლო ტურში სამივე გუნდს აქვს შანსი, მაგრამ გააჩნია, როგორც დასრულდება ბოლო ტურის მატჩები.

პსჟ გავა თუ მოიგებს, ან ფრეს ითამაშებს და „ნიუკასლი“ ვერ მოიგებს, ხოლო „ნიუკასლი“ გავა, თუ გაიმარჯვებს და პსჟ „დორტმუნდს“ ვერ დაამარცხებს. „მილანიც“ არ არის უშანსოდ, რომელიც თუ მოიგებს და „დორტმუნდი“ „პარი სენ-ჟერმენს“ დაამარცხებს, მეორე ადგილს დაიკავებს.

„მილანი“ – „დორტმუნდი“ 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 როისი (10, პენ), 1:1 ჩუკვუეზე (37), 1:2 ბიონ-გიტენსი (59), 1:3 ადეიემი (69)

„პარი სენ-ჟერმენი“ – „ნიუკასლი“ 1:1 (0:1)

გოლი: 0:1 ისაკი (24), 1:1 მბაპე (90, პენ)

1. დორტმუნდი 5 3 1 1 6 3 3 10
2. პსჟ 5 2 1 2 8 7 1 7
3. ნიუკასლი 5 1 2 2 5 5 0 5
4. მილანი 5 1 2 2 3 7 -4 5

G ჯგუფი

ამ ჯგუფში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. პირველი ადგილისთვის „სიტიმ“ „ლაიფციგი“ 3:2 დაამარცხა, არადა, პირველი ტაიმის მერე გერმანელები 2:0-ს იგებდნენ. მეორე ნახევარში პეპ გვარდიოლას გუნდმა თამაში შეატრიალა და პირველი ადგილი გაინაღდა. ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა „იანგ ბოიზმა“, რომელმაც შინ კონკურენტი „ცრვენა ზვეზდა“ 2:0 დაამარცხა.

„მანჩესტერ სიტი“ – „ლაიფციგი“ 3:2 (0:2)

გოლები: 0:1 ოპენდა (13), 0:2 ოპენდა (33), 1:2 ჰოლანდი (55), 2:2 ფოდენი (70), 3:2 ალვარესი (87)

„იანგ ბოიზი“ – „ცრვენა ზვეზდა“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ნედელიკოვსკი (8, ა.გ), 2:0 ბლუმი (29)

1. მანჩესტერ სიტი 5 5 0 0 15 5 10 15
2. ლაიფციგი 5 3 0 2 11 9 2 9
3. იანგ ბოიზი 5 1 1 3 6 11 -5 4
4. ცრვენა ზვეზდა 5 0 1 4 5 12 -7 1

H ჯგუფი

„ბარსელონა“ „პორტუსთან“ აგებდა, მაგრამ მერე ორი გოლი გაიტანა და არამარტო ჯგუფიდან გავიდა, არამედ პირველი ადგილიც გაინაღდა. მეორე ადგილის ბედი ბოლო ტურში გაირკვევა.

„პორტუ“ „შახტარს“ უმასპინძლებს და ქულაც ეყოფა, ხოლო უკრაინელები მოგების შემთხვევაში გავლენ მერვედფინალში, თუ არადა, ევროპა ლიგის საგზურით დაკმაყოფილება მოუწევთ.

„ბარსელონა“ – „პორტუ“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 პეპე (30), 1:1 კანსელუ (32), 2:1 ჟოაო ფელიქსი (57)

1. ბარსელონა 5 4 0 1 10 3 7 12
2. პორტუ 5 3 0 2 10 5 5 9
3. შახტარი 5 3 0 2 7 7 0 9
4. ანტვერპენი 5 0 0 5 3 15 -12 0
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098624