ფეხბურთი

23:29 | 28.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძეს საზარდულის ტრავმა აქვს

„უოტფორდის“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია. ის „ნორვიჩის“ წინააღმდეგ სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა.

როგორც ინგლისური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, ამის მიზეზი საზარდულის კუნთის დაჭიმვაა, თუმცა, ამ ეტაპზე არ ვრცელდება ინფორმაცია დაზიანების ხარისხის შესახებ. სავარაუდოდ, სერიოზული არაფერია და გიორგი მხოლოდ „ნორვიჩთან“ მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ მაისურით ჩემპიონშიფში 14 მატჩი ჩაატარა.

0.125218