ფეხბურთი

22:47 | 28.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელი ჟურნალისტი: "შორს არ არის დღე, როცა კვარაცხელია "რეალში" ან "სიტიში" გადავა"

Marca-ს ცნობილმა ჟურნალისტმა მიგელ ანხელ ლარამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს მომავალში მსოფლიო ფეხბურთის გრანდში გადავა, მაგალითად მადრიდის „რეალში“ ან „მანჩესტერ სიტიში“.

„კვარა დიდი ვარსკვლავია და არც ისე შორეულ მომავალში ჩემი აზრით, ის გადავა ისეთ დიდ კლუბში, როგორიც მადრიდის „რეალი“ ან „მანჩესტერ სიტია“. ჩვენ ვსაუბრობთ უმაღლესი დონის ფეხბურთელზე, რომელიც არა მარტო მოედანზე, ასევე მის მიღმა სამაგალითოა“, - თქვა ლარამ.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში 29 ნოემბერს, სტუმრად "რეალს" დაუპირისპირდება.

0.11549