ფრანგული პსჟ-ის რადიკალი ქომაგები თავს დაესხნენ ინგლისური „ნიუკასლის“ გულშემატკივრებს, როდესაც ისინი პარიზის ერთ-ერთ პაბში იმყოფებოდნენ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, რომელიც დღეს, 28 ნოემბერს გაიმართება - წერს RMC Sport.
„კაჭკაკების“ გულშემატკივრები ცდილობდნენ ბარიკადები მოეხსნათ პაბში, როდესაც პარიზის გულშემატკივრებმა შენობაში სკამები, მაგიდები და მაშხალები ისროლეს. დაშავებულების არსებობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ხაზგასმულია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პარიზში პაბის მფლობელებს დაწესებულებების ადრე დახურვა დაევალათ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ „ნიუკასლთან“ პარკ დე პრენსის სტადიონზე ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.