„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ ჭადრაკზე დამოკიდებულია და ყოველდღე თამაშობს. ეგვიპტელის თქმით, მაგნუს კარლსენს ვერ დაამარცხებს, მაგრამ კარგი მოთამაშეა.
„ჭადრაკზე ვარ დამოკიდებული, რადგან ყოველთვის ვთამაშობ. ჩემი ექაუნთი მაქვს და ზოგიერთი მეკითხება: „შენ სალაჰი ხარ?“ მე კი ვპასუხობ, რომ კი, მაგრამ არ სჯერათ. კარგად ვთამაშობ, მაგნუს კარლსენი არ ვარ, მაგრამ კარგი მოთამაშე ვარ. მაგნუსის დამარცხება არავის შეუძლია“, - თქვა სალაჰმა.