ფეხბურთი

13:37 | 28.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟელინსკის გაფორმების შემთხვევაში „ინტერს“ დაახლოებით 37 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწევს

„ინტერი“ დაუკავშირდა „ნაპოლის“ ნახევარმცველის, პიოტრ ჟელინსკის წარმომადგენლებს, რათა გაერკვია, რა თანხა უნდა გადაიხადონ, რომ ფეხბურთელი მილანურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს - წერს Calciomercato.com.

წყაროს ცნობით, „ინტერს“ მოუწევს მოთამაშეს გადაუხადოს ხელმოწერის ბონუსი 4-5 მილიონი ევროს ოდენობით, ასევე შესთავაზოს ხელფასი 8 მილიონი ევროს ფარგლებში. ხაზგასმულია, რომ თუ ფეხბურთელი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, „ინტერს“ ყველა გადახდის გათვალისწინებით დაახლოებით 37 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ჟელინსკის მოქმედი შრომითი ხელშეკრულება „ნაპოლისთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაპოლი" ფეხბურთელთან მაღალი ხელფასის მოთხოვნის გამო ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდა.

0.113412