ფეხბურთი

16:33 | 28.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport კვარაცხელიაზე: "ბერნაბეუ" საუკეთესო ადგილია ტაბუს მოსახსნელად"

Gazzetta Dello Sport-მა „რეალთან“ მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა. ცნობილი გამოცემა იტყობინება, რომ მალე ქართველს ახალ კონტრაქტს, შესაბამისი ხელფასით გაუფორმებენ.

ავტორიტეტული გამოცემა ასევე წერს, რომ ხვიჩას ტაბუს დარღვევა სურს, რადგან 13 თვეზე მეტია ჩემპიონთა ლიგაზე გოლი არ გაუტანია და „სანტიაგო ბერნაბეუ“ ამ ცუდი სერიის შესაწყვეტად საუკეთესო ადგილია.

„მაძარისთან კარგი ურთიერთობა თავიდანვე ჩამოყალიბდა, რაც ჩანს ატალანტასთან მატჩის შემდეგ კოცნაში და გამოჩნდა, რომ ტალანტმა თავი ისევ შეუცვლელად იგრძნო. კვარა გამონაკლისი ფეხბურთელია, ჩვეულებრივი არა, რაც რუდი გარსიამ ვერ გააცნობიერა, სამაგიეროდ, ეს კარგად იციან „ნაპოლიში“ და მალე მას ახალი, ხანგრძლივი კონტრაქტით შეინარჩუნებენ ქართველი ფანტაზისტას ტექნიკურ ღირებულებასთან უფრო შესაბამისი ხელფასით. გასულ ზაფხულს კვარას ანჩელოტის „რეალიც“ აკვირდებოდა.

ხვიჩას მშობლები მადრიდში ტრიბუნაზე იქნებიან, სადაც „ნაპოლი“ ხვალ „რეალს“ დაუპირისპირდება. როდესაც მან „ნაპოლისთან“ კონტრაქტი გააფორმა, ასეთ საღამოებზე ოცნებობდა, რომელიც არ გაძლევს ძილის საშუალებას და აჩქარებს გულისცემას. ხვიჩა კვარაცხელია ხვალ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე პირველად გავა. „სანტიაგო ბერნაბეუ“, რომლითაც ბავშვობიდანვე აღფრთოვანებული იყო ტელევიზორის წინ.

ასე რომ, არ არსებობს უკეთესი თეატრი, რათა იტალიაში დომინირების შემდეგ ევროპაშიც გაიბრწყინოს. კვარას ჩემპიონთა ლიგაზე 13 თვეზე მეტია გოლი არ გაუტანია. „ნაპოლი“ – „აიაქსის“ მატჩი 2022 წლის 12 ოქტომბერს გაიმართა. 13 თვე გავიდა და ამ პერიოდში კვარამ შეცვალა თავისი და „ნაპოლის“ ისტორია. ხვიჩამ პირველივე სეზონში მოიგო სკუდეტო, გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო გოლიც მან გაიტანა. მას შემდეგ იქორწინა, ოქროს ბურთის რეიტინგში მე-17 ადგილი დაიკავა და პარიზში, ცერემონიაზე, მისი უდიდებულესობის, ლიონელ მესის კომპლიმენტებიც მიიღო. ყველაფერი სრულყოფილი, წარმოუდგენლად ლამაზი და შესაძლოა, მოულოდნელიც კი იყო. თუმცა, საჭიროა ევროპაში ცვლილებები, რადგან ეს ხანგრძლივი მარხვა არ უხდება მის უზარმაზარ ნიჭს“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ „რეალის“ და „ნაპოლის“ მატჩი 29 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

0.111048