ესპანური პრიმერას მე-14 ტურში „ატლეტიკომ“ „მალიორკა“ (1:0) დაამარცხა. მადრიდელთა ნახევარმცველი კოკე მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და 63-ე წუთზე შეცვალეს.
ეს თამაში ნახევარმცველისთვის ყველა ტურნირზე „ატლეტიკოს“ მაისურით ნათამაშევი მე-600 მატჩი გამოდგა. ის გახდა პირველი ფეხბურთელი მადრიდული კლუბის ისტორიაში ვინც ამ ნიშნულს მიაღწია - გვამცნობს Opta Sport.
ამ მხრივ მეორე ადგილს ადელარდო როდრიგესი იკავებს (553).
კოკეს დებიუტი მადრიდის „ატლეტიკოში“ 2009 წელს შედგა. ის მთელ კარიერას ერთ კლუბში ატარებს. ამ დროის განმავლობაში მან მოიგო: ესპანეთის ჩემპიონობა, ევროპა ლიგა და უეფას სუპერთასი ორ-ორჯერ, ესპანეთის თასი და სუპერთასი.
ამ პერიოდში ფეხბურთელმა 47 ბურთი გაიტანა და 113 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მიმდინარე სეზონში კოკემ „ატლეტიკოს“ მაისურით 13 მატჩში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია